სასწავლო პროექტი


ახალგაზრდა დიზაინერთა სტუდია

2..პროექტის მთავარი იდეა: ოთახის ინტერიერის შექმნა თანამედროვე სტილში.
3..პროექტის აქტუალობა: აქტუალურია იმით რომ, შეძლებენ  იმსჯელონ დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების დამახასიათებელ ნიშნებზე. შეეცდებიან ინტერიერის შექმნას, რომელშიც შედარებით მარტივ ფორმებს  და კაშკაშა ფერებს გამოიყენებენ.
4..პროექტის მიზნები: დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების თავისებებურებისა და დიზაინერის პროფესიის აქტუალობის განხილვა. არგუმენტირებული მსჯელობის, საკომუნიკაციო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
5..მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი.
6..ვადების ხანგძლივობა: 2 კვირა.
7.. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებს იმსჯელონ დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნებისთვის დამახასიათბელ ნიშნებზე.
დიზაინერის პროფესიის დამახასიათებელ ნიშნებზე.
გამოავლენენ შეძენილ ცოდნას პრაქტიკული საქმიანობისას.
8..პროექტისათვის საჭირო რესურსები: დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (გუაში, აკვარელი, ფუნჯი, ღრუბელი ფლიქჩარტი ფანქრები და სხვა).
9..პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. მასალის მოძიება.
2. მონაწილეობა საკლასო დისკუსიაში
3. პრაქტიკული საქმიანობა.
კლასი დავყავი ჯგუფებათ. ერთ ჯგუფს დაევალა ავეჯის ესკიზების გაკეთება (დივანის, სავარძლის, კარადის, მაგიდის, სკამების და ა.შ.)
მე-2. ჯგუფი გააკეთებს ხალიჩის ესკიზებს და ორნამენტებს (ქართულ აღმოსავლურ ან თანამედროვე სტილში, ფერადი გეომეტრიული ფორმების დეკორით.)
მე-3. ჯგუფი შპალერის, ფარდების, რბილი ავეჯის გადასაკრავი ქსოვილის დეკორების ესკიზებს  შეასრულებს (შეგვიძლია გამოვიყენოთ გუაშის საღებავი, შაბლონები, ფუნჯის მაგიერ ღრუბელი.)
მე-4. ჯგუფს მივეცი დავალებათ  სხვადასხვა დეკორატიული დეტალის-სანათურების, კარის სახელურების და ა.შ. შექმნა.
წარმოვიდგინოთ რომ ვართ პროფესიონალი დიზაინერები  და თქვენი ესკიზების საფუძველზე შევქმენით ნიმუშების კატალოგები. თითოეული ნამუშევრისათვის მოვიფიქროთ სახელწოდება და მოვაწყოთ პრეზენტაცია.
1..როგორ გავაკეთეთ ავეჯის ესკიზები
2..როგორ გავაკეთეთ ხალიჩების ესკიზების ორნამენტები.
3..გახსოვთ თუ არა გასულ წლებში ნასწავლი ტექნიკური ხერხები.
მაქვს პერიოდულად შეხვედრები თითოეულ ჯგუფთან, ვაჯამებთ პერიოდულად მოძიებულ  ინფორმაციას, ვაძლევ ინსტრუქციას ახალი დავალების შესასრულებლად.
10..საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება.
11..პროექტის ხელ-ლი: სოფიო ნიკოლაიშვილი
12..ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sofionikolaishvili@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий